პროექტის სახელწოდება: დღესასწაულები
და ადათ-წესები.
პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს ნებისმიერი
კუთხე ცნობილია ხალხური ადათ-წესებით. (საქორწინო, სამგლოვიარო, საყოფაცხოვრებო) მოსწავლეებმა
მოიძიონ და შეკრიბონ ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებებზე და
ტრადიციებზე.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან
და გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებებს, ყოფა-ცხოვრებას. რითაც
გაიღრმავებენ სიყვარულს საქართველოს კუთხეების კულტურის შესახებ. ჩაიწერენ და შეკრებენ
წინაპართა გამოცდილების რჩევებსა და დარიგებებს. მოახდენენ მათ შედარებას დღევანდელობასთან.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ
სხვადასხვა კუთხის ადათ-წესების შესწავლასა და დახასიათებას, განსხვავებას. ანალიზის,
სინთეზის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 5კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ჩანაწერები, ფოტომასალა. მოძიებული მასალა
დახარისხდება, მოხდება პრეზენტაცია, გამოფენის მოწყობა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:
პროექტორი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.
ჯგუფებად
დაყოფა და დავალებების გადატანა.
2.
კონკრეტული
დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა.
3.
ჯგუფების
ეტაპობრივად წარმოდგენა
4.
მოძიებული
მასალის დახარისხება.
5.
შეფასება
მოხდება ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ როგორ იყო მუშაობის პროცესში ჩართულობა.
მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად. პირველ ეტაპზე თითოეული
ჯგუფი შერჩევის მეთოდით აირჩევს საქართველოს
სხვადასხვა კუთხეს.
მეორე ეტაპზე მოსწავლეთა ჯგუფები დაგეგმავენ გასვლით
ექსკურსიას შერჩეული კუთხეების მიხედვით. დაათვალიერებენ საქართველოს ულამაზეს კუთხეებს
და მოიპოვებენ ინფორმაციას შესაბამისი კუთხის ადათ-წესების, დღესასწაულების შესახებ.
გაესაუბრებიან ამ კუთხის უხუცეს წევრებს. შეაგროვებენ ხელნაკეთ მასალას, ფარდაგებს,
გადაიღებენ ფოტომასალას. მესამე ეტაპზე კი ყველა ჯგუფი გაუზიარებს თავიანთ შეხედულებებს
ერთმანეთს, შეაჯერებენ აზრებს, მოაწყობენ გამოფენებს, თითოეული ჯგუფი გააკეთებს კავშირს
ძველსა და ახალ დღესასწაულებს შორის.
შეფასების რუბრიკა;
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
ჩართულობა
|
არ აქვს ფაქტობრივი ცოდნა, უჭირს სათქმელის გასაგებად გადმოცემა.
|
მეტნაკლებად გამართულად მეტყველებს.
|
აქვს ფაქტობრივი ცოდნა.
|
არის აქტიური, სრულყოფილად ასრულებს სამუშაოს. აქვს მდიდარი ლექსიკა.
|
კვლევა-ძიება
|
არ ჩანს კვლევა- ძიების უნარი.
|
კვლევა-ძიება სუსტი და ბუნდოვანია.
|
მოსწავლეები კარგად ფლობენ კვლევა-ძიებას.
|
კვლევა-ძიება სრულყოფილია, მოძიებულია მრავალმხრივი ლიტერატურა.
|
დასკვნა
|
შედეგი გაურკვეველია.
|
შედეგი ჩანს, ზოგ შემთხვევაში არ არის მკაფიო.
|
შედეგი კარგად არის გამოკვეთილი, სწორად აანალიზებენ თემას.
|
შედეგი მრავალმხრივი და სრულყოფილია, ამომწურავადაა განხილული თემა.
|
საგნებთან , საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.
ქართული:
ქართ.
X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის
მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ
ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს
აზრს;
·
მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს
ადეკვატური დასკვნა;
·
იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ
მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
·
საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული
თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
·
დამაჯერებლად იცავს საკუთარ მოსაზრებას,
მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
·
სათანადო წესისა და ეტიკეტის
დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია).
ქართ.
X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა
ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად
ეფექტური იყო მოხსენების შესავალი ნაწილი (შეძლო თუ არა მომხსენებელმა მსმენელებთან
კონტაქტის დამყარება; საუბრის თემის გამოკვეთა; მოახერხა თუ ვერა მსმენელის დაინტერესება
და რა ხერხები გამოიყენა ამისათვის);
·
განმარტავს, რამდენად ეფექტურად
იყო წარმოდგენილი მოხსენების ძირითადი ნაწილი (იყო თუ არა ინფორმაცია დაყოფილი აზრობრივ
მონაკვეთებად; დამაჯერებელი იყო თუ არა მომხსენებლის მსჯელობა, მოყვანილი მაგალითები,
ფაქტები, ციტატები; იყო თუ არა მკვეთრად გამოყოფილი ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა);
·
მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად
ეფექტური იყო მოხსენების დასკვნითი ნაწილი (რამდენად კარგად შეძლო მომხსენებელმა განმაზოგადებელი
თეზისების ან მოხსენების ძირითადი აზრის ჩამოყალიბება და რა ხერხები გამოიყენა მან
ამისათვის).
ქართ.
X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
პროექტის ხელძღვანელი: ლიანა გაჩეჩილაძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gachechiladzeliana@gmail.com
No comments:
Post a Comment