გაკვეთილის მთავარი გეგმა
|
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია, ლექსი
,, დიდი თამარი’’
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული/ ლიანა გაჩეჩილაძე
|
სწავლების საფეხური/ კლასი
|
დაწყებითი საფეხური/VI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
19
მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
მოსწავლეები
დაინტერესდებიან ვაჟას ბიოგრაფიით, იმით, რომ თამარი ისეთივე აქტუალური იყო ვაჟას
დროს, როგორც ადრე, მე-12 საუკუნეში.
·
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტექსტზე დაკვირვების
უნარ- ჩვევები;
·
განუვითარდებათ
შემოქმედებითი და კვლევითი უნარები.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
ქართული VI.
2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე
დეტალების შეფასების უნარი.
ქართული VI.
7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება- გაანალიზება.
ქართული VI.
14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი
გამოცდილები გამოყენება წერის პროცესში. აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
|
წინარე ცოდნა
|
·
მოსწავლეებმა იციან ვაჟასა და თამარ მეფის შესახებ.
·
შეუძლიათ დაასახელონ ნაწარმოები, სადაც შეხვდნენ თამარ მეფეს.
·
მოსწავლეებს
წინასწარ დაევალათ ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე.
მასწავლებლის დაკვირვება მუშაობის
პროცესზე.
განმავითარებელი შეფასება/ გაკვეთილის გეგმას თან ახლავს ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო მე-6 კლასი, კომპიუტერი, პროექტორი, მოსწავლეთა ნახატები.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
A ფაზა- მოლოდინის განსაზღვრა (გამოწვევა)
აქტივობა 1 _ მოსწავლეებს დაინტერესების მიზნით მოკლედ მოუთხრობ საინტერესო
ეპიზოდებს ვაჟა- ფშაველას ცხოვრებიდან
და ვთხოვ გაიხსენონ, რა იციან, რა წაუკითხავთ ვაჟას შესახებ. ბავშვები
იხსენებენ წინა წლებში შესწავლილ ნაწარმოებებს, ინტერნეტში მოძიებულ მასალას უფროსებისა
და მასწავლებლის მონათხრობს. (5 წთ).
B
ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2 _ კლასს ვაცნობ მოსწავლეთა ნახატებს, რომლებიც წინასწარ მიეცათ
დავალებად. ნახატების თემა, ვაჟა და მისი მოთხრობის გმირები არიან. მოსწავლეები ათვალიერებენ
ერთმანეთის ნახატებს და თავიანთ აზრს გამოთქვამენ. (5 წთ);
აქტივობა 3 _ კლასს წარვუდგენ პრეზენტაციას ,,ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია’’
ვაცნობ ინტერნეტში წინასწარ მოძიებულ ფოტო და ვიდეო მასალას. ვასმენინებ ვაჟას ლექსებზე
დაწერილ სიმღერებს. (10 წთ);
აქტივობა 4 _ ბიოგრაფიაზე საუბრის შემდეგ მოსწავლეებს გავახსენებ წინა
წლებში შესწავლილ ვაჟას ლექსებს და გავაცნობ
ახალ ლექსს ,,დიდი თამარი’’. ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვ, მხატვრულად წაიკითხოს
ეს ლექსი, შემდეგ კი კომპიუტერის საშუალებით მოვასმენინებ გიორგი ხარაბაძის მიერ წაკითხულ ამავე ლექსს (იხილეთ ბმული). (8 წთ);
აქტივობა 5 _ ლექსის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდები იმით, მოეწონათ
თუ არა ბავშვებს ეს ლექსი, რა მოეწონათ,
რა იციან მათ თამარის შესახებ. კომპიუტერის საშუალებით მოსწავლეებს გავაცნობ თამარის
ფრესკებს, პორტრეტებს და ვესაუბრები იმის შესახებ, თუ როგორ ეთაყვანებიან ქართველები
მეფე-წმინდანს. (5 წთ);
აქტივობა 6 _ შემდეგ მოსწავლეებს ჯგუფებად ვყოფ, ვუნაწილებ სტროფებს
და ვთხოვ ამოიცნონ მასში გადმოცემული მთავარი სათქმელი, დააკვირდნენ ლექსის საზომს
რითმის სახეობებს. (10 წთ).
C
ფაზა- გამთლიანება
ორიოდე სიტყვით შევაჯამებ გაკვეთილს, მოვისმენ მოსწავლეთა აზრს იმის
შესახებ, თუ რა გაიგეს, რა მოეწონათ, კიდევ რის გაგებას ისურვებდნენ ვაჟა ფშაველას
ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
მივცემ საშინაო დავალებას:
1.დაისწავლონ ლექსი ზეპირად.2.დაამუშაონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული კითხვარები.
3.დაწერონ
თავისუფალი თხზულება ,,ჩემი ვაჟა ფშაველა’’ (2 წთ)
მოვახდენ
მოსწავლეთა შეფასებას.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment